ქუთაისის მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამდროისთვის საახალწლო ღონისძიებებისთვის 100 000 ლარი აქვს განსაზღვრული. თუმცა, კონკრეტულად თუ რას მოხმარდება აღნიშნული თანხა, ჯერჯერობით გაურკვეველია. “ამის შესახებ ვიმსჯელებთ დღეს თათბირზე. შეიძლება გვეყოს ეს თანხა ან დასამატებელი იყოს”, – განმარტა ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა.
September 29, 2014
ქუთაისის მერიას საახალწლო ღონისძიებებისთვის 100 000 ლარი აქვს განსაზღვრული