წყალტუბოში, სასტუმროს ,,პლაზა’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა ავტომრბოლელებმა მიიღეს.
გამარჯვებულები, გვიან ღამით, დაძაბული და ექსტრემალური ბრძოლოს შემდეგ გამოვლინდნენ: ზურა გაჩეჩილაძე, ბესიკ კაპანაძე და ილია ხარაბაძე.
შეჯიბრის ორგანიზატორი იმერეთის საავტომობილო ფედერაცია, სპონსორიკი მაღაზია „ოტომოტო’’იყო. ავტორბოლას მხარი წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლება დაუჭირეს.