October 16, 2014

ქუთაისის სოციალურმა სამსახურმა 9 თვის შედეგები წარმოადგინა

ქუთაისში ჯამრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურმა 9 თვის მუშაობის შედეგები წარმოადგინა.

როგორც სამსახურის უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა განმარტა: „შარშან მატერიალური დახმარების პროგრამა გაუქმდა და მის ბაზაზე ოთხი ახალი პროგრამა გაკეთდა.

აღნიშნული პროგრამებისთვის გამოყოფილი 2 მილიონამდე ლარი იყო. ჩვენი მიზანია, მომავალი წლისათვის სოციალური პროგრამების დაფინანსება გავზარდოთ.”-აღნიშნა მარგველაშვილმა.

სხდომას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.