ძლიერი ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში სტიქიამ საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები ახადა და რამდენიმე ხე წააქცია.
როგორც ქუთაისის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ამ დროისათვის უკვე 20-დე გამოძახებაა დაფიქსირებული.
ქარმა კორპუსს თუნუქის სახურავი მარი ბროსეს ქუჩის 28-ე ნომერში ახადა. ადგილზე მოსულმა სამაშველო სახანძრო სამსახურმა დაზიანებული სახურავი ჩამოიღო, რომლის ახლით ჩანაცვლება, მათი თქმით, დროულად მოხდება.
ქუთაისის სამაშველო სახანძრო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ კოღუაშვილის თქმით: “ძლიერი ქარი იყო ქუთაისში, რის შედეგადაც, გუშინ დილიდან გვქონდა გამოძახებები. ყველა გამოიძახებაზე დროულად მოხდა გასვლა და რეაგირება. ძირითადად დაზიანებები სახლის სახურავები და ქუჩაში წაქცეული ხეებია.”
კოღუაშვილის თქმით, გამოძახება თერჯოლის რ-ნი სოფელ ჭოგნარიდანაც შემოვიდა, სადაც საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.