დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ ამბროლაურიდან 7კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.