იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს რამაზ თათარაშვილი აღარ იკავებს. ის შიდა ქართლში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე გასული წლის ივნისში დაინიშნა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.