June 26, 2026

რამაზ შენგელიას სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი გადაიხურება და მინიმუმ 5 000 ადგილით გაიზრდება, – გადახურვის სამუშაოებისთვის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
ამჟამად სტადიონი 10 400 მაყურებელს იტევს, თუმცა დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ მისი ტევადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
 
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ერთ-ერთი იმ არენათაგანი იქნება, რომელიც 2029 წლის FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს.
 შეგახსენებთ, რომ საქართველომ და სომხეთმა 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ერთობლივი განაცხადით მოიპოვეს.