November 14, 2014

მესხიშვილის თეატრში ფოტოარქივი აღადგინეს

ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მიერ კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის ფოტოარქივის აღდგენა მოხდა. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა “Newpress.ge”-ს განუცხადა, ქაღალდზე გადაიტანეს არქივში ციფრული სახით არსებული, 2006 წლის შემდგომი პერიოდის ათასი ფოტო.

“ფოტო რომელიც ფირზე, ან ციფრული სახით არის შენახული, იშლება და ზიანდება, ქაღალდი კი დიდხანს ძლებს. პროექტის მიზანი იმ ფოტოების ქაღალდზე გადატანა იყო, რომლებიც ციფრული სახით ინახებოდა”, – აღნიშნა გოგოლაშვილმა.

პროექტი ქუთაისის მერიამ 4000 ლარით დააფინანსა.