November 16, 2014

ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

ქუთაისში, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარეობს. 903 დასაქმების მსურველი ტესტირებას ქუთაისის რამდენიმე სკოლაში გადის.

კონკურსანტები გამოცდას კომპიუტერთან გადიან. ტესტირება 2 ნაკადად ტარდება.

საგამოცდო ტესტები საქართველოს კანონმდებლობიდან 45, ხოლო ზოგადი უნარებიდან15 დავალებისგან შედგება. კონკურსში მონაწილეებმა 70 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. მათ ტესტებზე პასუხის გასაცემად 2 საათი აქვთ.

კონკურსანტებს თავიანთ ქულები ტესტის დასრულებითანავე ეცოდინებათ.

გამოცდის წინასწარი შედეგები საღამოსვე იქნება ცნობილი.