November 18, 2014

10 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ქედაში, მოზარდი გოგონას გაუპატიურების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. დაზარალებულის მეზობლების ინფორმაციით, გოგონა 10 წლის არის. მათივე ცნობით, მამაკაცი, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა, მისი მეზობელია. მან გოგონა, დღისით, ბოსელში გააუპატიურა. ამ დროს სახლში მხოლოდ ბავშვის მოხუცი ბებია იმყოფებოდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 138-ე მუხლით აღიძრა, რაც 14 წლამდე ასაკის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას გულისხმობს.