November 18, 2014

ქუთაისიდან თვითმმართველობის გამოცდების შედეგებს 15 კონკურსანტი აპროტესტებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ადგილობრივ თვითმმართველობის გამოცდების სააპელაციო განცხადებების მიღებაა უკვე დაასრულა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაია გაბუნიას თქმით, ცენტრში სულ 19 სააპელაციო განაცხადი შევიდა, აქედან დაახლოებით 15 განაცხადი ქუთაისიდანაა.

„დასრულდა სააპელაციო განცხადებების მიღება. ცენტრში შემოსულია 19 განცხადება, აქედან 15 -მდე არის ქუთაისიდან, დანარჩენები გორიდან და ახალციხიდანაა. სააპელაციო კომისია განიხილავს შემოსულ განცხადებებს და კონკურსანტები შედეგს რამდენიმე დღეში გაიგებენ.”-განუცხადა მაია გაბუნიამ “Newpress.ge”-ს.

მისივე თქმით, ტესტები საშუალო სირთული იყო: “ეს იყო სტანდარტული, ტიპიური დავალებები იმ იურიდული ნაწილიდან, თუ ზოგადი უნარებიდან, რომელიც განისაზღვრა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ.“