November 19, 2014

ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები ქუთაისს შემოუერთდება

ავტომაგისტრალის ახლადგახსნილი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიები ქუთაისს შემოუერთდება-ეს ინიციატივა დღეს იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა გაახმოვანა.

“აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნამ ქუთაისის ჩიხში მოქცევა რომ არ გამოიწვიოს, აქტიურად განიხილება პროექტი ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ. ამ პროექტის თანახმად – საავტომობილო გზის ორივე მხარეს მდებარე, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სასოფლო და არასასოფლო ტერიტორიების ქუთაისის საზღვრებში შემოერთება იგეგმება. ამ ინიციატივის უზრუნველყოფა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გარანტიაა”- განცხადა ზაზა მეფარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას.

პროექტის განხორციელების ვადები, ჯერჯერობით, უცნობია.