November 21, 2014

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქუთაისში რეანიმაციული განყოფილება გახსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ქუთაისში,”LG”-ს კლინიკაში რეანიმაციის განყოფილების გახსნას დაესწრო. მინისტრის მოადგილე ასევე იმერეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

შეხვედრას ქუთაისის მერი, შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე- გუბერნატორი, სოსო ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

კლინიკის “LG” ახალ რეანიმაციული განყოფილება თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. “ჩვენ გავხსენით კლინიკა “LG”-ის ახალი ნაწილი. კლინიკა ეტაპობრივად, ყოველწლიურად ვითარდება და თავის კლიენტებს საუკეთესო სერვისს სთავაზობს”, – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ახალ განყოფილებაში 50-მდე ადამიანი დასაქმდა.