November 23, 2014

შტორმი ბათუმში

აჭარის ზღვის სანაპიროზე 5 დან 6 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ბათუმში ანბანის კოშკთან ზღვამ საფეხმავლო ბილიკები დააზიანა, დატბორილია ანბანის კოშკის სარდაფიც. მოვარდილმა ტალღამ საგუშაგო წაიღო და წააქცია ხეები.

შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალის სიმძლავრის შტორმს კვლავ ელოდებიან.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ამ დროისთვის წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.