წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. იუსტიციის მინისტრთან ერთად საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი დაესწრო.
“დღეიდან გეგუთის მოსახლეობას საშულება ექნება იუსტიციის სამინისტროს 300-მდე სერვისით ისარგებლოს. მსგავსი სერვის ცენტრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო ინტერნეტი. ცენტრი, აგრეთვე, ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას “- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
სერვის-ცენტრის გახსნას მიესალმებიან ადგილობრივები. “საბუთებისთვის მუნიციპალიტეტის ცენტრში გვიხდებოდა ჩასვლა, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. საზოგადოებრივი ცენტრი დაგვეხმარება ამ საკითხების მოგვარებაში.” – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მარინა კუპრავამ.
მსგავსი ტიპის სერვისცენტრების გახსნა საქრთველოს სხვადასხვა რეგიონებში იგეგმება.