November 26, 2014

დიმიტრი ხუნდაძე:” სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება რჩება”

“სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და ეს აქციაც ამ მიზანს ემსახურება”-განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ქუთაისში სასწრაფო დახმარების ავტომობილების გადაცემის ცერემონიალზე.

მისი თქმით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების მანქანები ცუდ მდგომარეობაშია: “სახელმწიფოში, განსაკუთრებით რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები იყო კატასტრიფულ მდგომარეობაში, ისინი ვერ ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას ამიტომაც ავტოპარკი განახლდა.” -აღნიშნა მან.