November 28, 2014

ქუთაისის რკინიგზის თანამშრომლები გაფიცულ კოლეგებს უერთდებიან

ამ წუთებში ქუთაისის რკინიგზის სადგურში აქცია მიმდინარეობს. ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე გაფიცვას უერთდებიან.

სადგურის “ქუთაისი 2” პირველადი პროფკავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარისდიმიტრი სულაქველიძის თქმით, მათ 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ. “ჩვენ მოლარაპაკებებსვაწარმოებდით საქართველოს რკინიგზელთა თავმჯდომარესთან, ვიტალიგიორგაძესთან, თუმცა უშედეგოდ. ხელმძღვანელობის თქმით, თურმე ჩვენ 9 მოთხოვნაგქონდა და 7 შეასრულეს. ეს არაა სწორი. რეალურად ჩვენ 3 მოთხოვნა გვაქვს, რომლისშესრულებასაც ვითხვთ. ჩვენ ვითხოვთ საქართველოს რკინიგზაში დარიგდეს მეცამეტე ხელფასი, რომელიც გვეკუთვნის, გაიცეს ხელფასები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ” – განაცხადა დიმიტრი სულაქველიძემ.

ქუთაისის რკინიგზის თანამშრომლების თქმით, ისინი გაიფიცებიან მანამ, სანამ მათიმოთხოვნები არ დაკმაყოფილდება: “არ გავალთ სამსახურში, სანამ მთავრობის დონეზე არგადაწყდება ყველაფერი. ვუერთდებით საქართველოს მასტაბით გაფიცულ რკინიგზელებს.გვინდოდა ცივილიზებულად გადაგვეწყვიტა ყველაფერი, მაგრამ ხელმძღვანელობამ ეს არისურვა. ჩვენ საჯაროდ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნებს და არ ვაპირებთ უკან დახევას. “-ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე ემზარ ლომთაძე.

გაფიცული რკინიგზელები აქციის გამართვას პარლამენტის შენობასთან გეგმავენ.

ან დროისათვის რკინიგზის 40 – მდე თანამშრომელია გაფიცული.