July 2, 2026

„თეატრალური იმერეთი 2026“-ის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„თეატრალური იმერეთი 2026“-ის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის  დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
1. ნომინაცია – საუკეთესო სპექტაკლი  ,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ’’ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი)
2. ნომინაცია – საუკეთესო რეჟისურა -,,უბედურება’’ რეჟისორი თორნიკე სულაბერიძე
(ბაღდათის სახალხო თეატრი).
3. ნომინაცია – საუკეთესო სცენოგრაფია – ნანა რუხაძე ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი).
4. ნომინაცია – საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ბეგი ნიკოლეიშვილი
,,კოსმიური ორკესტრი’’ (საჩხერის სახალხო თეატრი).
5. ნომინაცია – ქალის მთავარი როლი – ლია ჭიპაშვილი ,,ძარცვა იტალიურად“ (ხარგაულის სახალხო თეატრი).
6. ნომინაცია – მამაკაცის მთავარი როლი გოჩა ნიკოლაძე ,,სოფლის აშიკი“ (წყალტუბოს სახალხო თეატრი).
7. ნომინაცია – მამაკაცის მთავარი როლი დავით ჭყოიძე ,,ძარცვა იტალიურად“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
8. ნომინაცია – ქალის ეპიზოდური როლი – ნინო ჭახნაკია ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი).
9. ნომინაცია – მამაკაცის ეპიზოდური როლი-თამაზ გოგიშვილი ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი).
10. ნომინაცია – ახალგაზრდა ქალი მსახიობი – ბარბარე კალატოზი ,,განთიადამდე შეჩერებულები’’ (თერჯოლის თეატრი).
11. ნომინაცია – ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი – ბუბა სავანელი ,,კოსმიური ორკესტრი’’ (საჩხერის სახალხო თეატრი).
12. ნომინაცია – საუკეთესო ქორეოგრაფია -,,ფიროსმანი’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი.
13. ნომინაცია-ჟიურის სპეციალური პრიზი- ხარგაულის სახალხო თეატრი ,,ძარცვა იტალიურად.
ცნობისთვის, „თეატრალური იმერეთი“ წელს მე-17 ჩატარდა,24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.ფესტივალს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი და მუნიციპალიტეტის თეატრები მასპინძლობდნენ.