მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან – ცვლილებები 2026 -2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ამოქმედდება.
გარდა ამისა, ქიმიის შესწავლა მე-7 კლასიდან დაიწყება, აქამდე ამ საგნის წავლას ბავშვები მე-8 კლასიდან იწყებდნენ.
ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.
ცვლილება შეეხო ისტორიის სწავლებასაც. მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლიან საქართველოს ისტორიასა და მსოფლიოს ისტორიას. მე- 10 კლასიდან კი მოსწავლეები მხოლოდ საქართველოს ისტორიას შეისწავლიან.
სასკოლო ბადეში დაგეგმილი ცვლილებები სკოლებს უკვე დაეგზავნათ.