ონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირიში 3.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 07:35 საათზე დაფიქსიდა.
შეგახსენებთ, ბოლო მიწისძვრა რაჭაში 23 ივნისს იყო, მაშინ მიწისქვეშა ბიძგებმა 4,4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.