23 წლის ლიეტუველი ტურისტი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბიჭი საქართველოში დასასვენებლად დედასთან ერთად, 14 მაისს ჩამოვიდა და მოგზაურობის მეორე დღესვე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
ლიეტუვური მედიის ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მას ორმხრივი მწვავე პნევმონია და ორგანიზმის უმძიმესი ინტოქსიკაცია დაუდგინდა, რის გამოც ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.
ბიჭის დედის თქმით, ბიჭის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, ივნისის შუა რიცხვებშიკი ის კომიდან გამოიყვანეს.
ბიჭი სრულად პარალიზებული იყო და არც საუბარი შეეძლო. დედის თქმით, ამ პერიოდში მისი შვილის ორგანიზმში სეფსისი განვითარდა და ინფექცია ფილტვებიდან სხვა ორგანოებზე გადავიდა.
ლიეტუაში ბიჭის სამშობლოში სამკურნალოდ გადაყვანისთვის ფულს აგროვებდნენ, თუმცა ეს ვერ მოესწრო. ლიეტუვის საელჩო ამჟამად ბიჭის სამშობლოში გადასვენების პროცედურების მოგვარებაზე მუშაობს.