December 4, 2014

გუბაზ სანიკიძე:”პარლამენტი არსად არ გადადის”

“პარლამენტი არსად არ გადადის, ზედმეტი ეჭვები საჭირო არაა”, – განუცხადა გუბაზ სანიკიძემ „Newpress.ge”-ს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანო ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. “საკომიტეტო მუშაობა გვაქვს თბილისში, სასესიო- ქუთასში. ეს საკითხი გადასინჯვას აღარ ექვემდებარება.“ – განაცხადა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მის ადგილს ქუთაისში ხედავენ, თუმცა განსხვავებულია უმრავლესობის ხედვა.