საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი მოსახლეობას აცნობებს, რომ ხვალ, 10 დეკემბერს ქუთაისს წყალი არ მიეწოდება. მუხიანისა და ფარცხანაყანების სათავე ნაგებებსა და ქვიტირის მეორად გადამქაჩ სადგურზე გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება ქუთაისის მოსახლეობასა და ორგანიზაცია-დაწესებულელბებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს იხდის შექმნილი შეფერხებისთვის.
December 9, 2014
ქუთაისს ერთი დღით წყლის მიწოდება შეუწყდება