ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა Newpress.ge.-სთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი დროებით გადადგომის შესახებ. “დილიდან საღამომდე გასაუბრებაზე ვზივარ და არ მინდა ამით საკრებულოში რაიმეს ყურადღება მოაკლდეს, ამიტომ დროებით მოვალეობის შესრულება ჩემს მოადგილეს, ბექა ყანჩელს დავაკისრე. როდესაც გასაუბრების ძირითად ნაწილს გავივლით და ხალხის რაოდენობაც შეთხელდება, ისევ განვაგრძობ ჩვეულ რიტმში საკრებულოში მუშოაბას,”- განაცხადა დვალმა. შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე პარალელურად ქალაქის თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
December 9, 2014
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა