ქუთაისის მერია 2 ათას 500 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს, ამის შესახებ „Newpress.ge- ს” ქუთაისის მერიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.
„საახალწლო ნობათს 2 ათას 500 ოჯახი მიიღებს. ნობათის შესაძენად გამოყოფილია 50 ათას ლარამდე თანხა. განცხადებების მიღება უკვე შეჩერებულია, უკვე მიმდინარეობს მათი დახარისხება. სულ დაახლოებით 3 ათასამდე განცახადებაა შემოსული. ჩემი პირადი აზრია, რომ პირველ რიგში ეს საჩუქრები იმ ოჯახებს გადავცეთ, რომელთა ქულაც 57- 70 ათასს შეადგენს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.“- განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.
საახალწლო ნობათის დარიგება ქუთაისის მერიაში 22 დეკემბრიდან დაიწყება.