იმერეთის გუბერნატორი საკონსულტაციო სხდომაზე მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. ამას გარდა, განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული აქტუალური საკითხები.
,,დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო ჯამში დამტკიცდება ის პროექტები, რომლებიც 2015 წელს სამუშაო გეგმებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უკვე შეჯერებული გვაქვს და შემდგომში წარდგენილი იქნება მთავრობაზე. ვისარგებლე ამ შეხვედრით და თავი მოვუყარეთ იმერეთის რეგიონის მასშტაბით ყველა სამსახურის უფროსს. ასევე, განხილული იქნება ზამთრის სეზონთან დაკვშირებით, თუ რაიმე პრობლემა არის მუნიციპალიტეტებში და მიმდინარე რეორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა „ნიუპრესთან“ საუბრისას.