უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახალი სხდომის დარბაზი გახსნა. კოტე კუბლაშვილის თქმით, ახალი დარბაზი სასამართლო რეფორმების ფარგლებში გაკეთდა.
„სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ სხდომათა დარბაზი იქ დამსწრე პირებისათვის კომფორტული იყოს. დარბაზში უნდა იყოს კარგი სმენადობა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქუთაისში ყველაზე კარგი სხდომათა დარბაზია“, – აღნიშნა მან.
კუბლაშვილის თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კიდევ 2 დარბაზის გაკეთება იგეგმება, რომლებიც მომავალი წლის თებერვალში იქნება მზად.