December 25, 2014

სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს ქრისტესშობას ულოცავს

“მსოფლიოს ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია და განსაკუთრებული საოჯახო ტრადიციებითაა აღსავსე. მინდა ჩვენს თანამემამულე და საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ეს დღე მივულოცო და მათ მშვიდობა, კეთილდღეობა და სიხარული ვუსურვო”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მილოცვაში.