ქუთაისში, “წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატში” ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე, ნიკა ლატარიამ და 25-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიულოცეს. პანსიონატში ბავშვებმა მოხუცებს სიმღერები, ცეკვებბი და ლექსები მიუძღვნეს. ნიკა ლატარიამ ხანდაზმულებს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი გადასცა. “ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ჩვენს ლამაზ და კეთილ მოხუცებს.მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე ჯამრთელობა და უზრუნველყოფილი მოხუცებულობა”, – განაცხადა ლატარიამ “ძალიან ხშირად გვანებივრებენ ასეთი ღონისძიებებით, მე მადლობელი ვარ, რომ არ გავიწყდებით და გვჩუქნით ასეთ ლამაზ საღამოებს. მინდა ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი, გისურვებთ ბედნიერებასა და ყოველივე კარგს”, – აღნიშნა ” წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატში” მცოვრებმა ნინო ბურჭულაძემ.
December 26, 2014
მოულოდნელი საახალწლო საჩუქარი ხანდაზმულებს