December 29, 2014

სასჯელაღსრულების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო, გავრცელებულ ინფორმაციას, პატიმრის, ო.ა.-ს შიმშილობისა და პირის ამოკერვის შესახებ არ ადასტურებს. “გავრცელებული ინფორმაცია პატიმარ ო.ა.-ს შესახებ არ დასტურდება. ის არც შიმშილობს და არც თვითდაზიანება მიუყენებია”, – განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან ნიუპრესთან საუბრისას. შეგახსენებთ, ო. ა-ს ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პატიმარი, რომელიც ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაშია განთავსებული, კვირაზე მეტია შიმშილობს. მათი მტკიცებით, ის ნაწამებია და გამოძიებისას ჩვენება უდანაშაულო პირების წინააღმდეგ მიაცემინეს.