ადრეატიკის ზღვაში, იტალიის ქალაქ რავენას პორტთან, ორი სავაჭრო გემი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა. საგარეო სამინისტრო ,,ნიუპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ გემზე საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ხუთი სამშვიდობოსაა გამოყვანილი, ხოლო სამი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი ქუთაისელი სასულიერო პირია. სამინისტრო ვინაობათა დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
December 29, 2014
ადრეატიკის ზღვაში 3 ქართველს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ