January 2, 2015

ქუთაისში წარმატებულ მოსწავლეებს შობა -ახალი წელი მიულოცეს

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმატებულ, ფრიადოსან მოსწავლეებს შობა -ახალი წელი მიულოცეს. მათ საჩუქრად კომპიუტერი და საახალწლო ნობათი გადასცეს.
ია კვინიკაძე 24-ე საჯარო სკოლაში მერვე კლასელია, მხოლოდ დედა ჰყავს და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მან საკუთარი სურვილი სკოლის და მერიის პრესსამსახურის facebook-გვერდზე ატვირთა. ასევე facebook გვერდზე ატვირთა საკუთარი სურვილი მე-17-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა გოჩიაშვილმა. ის სოციალურად დაუცველია, ფრიადოსანია და მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობს.