January 9, 2015

სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე გადადის

საკრებულოს რიგგარესე მე-10 სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი იყო წარმოდგენილი. დღევანდელი სხდომის ძირითად საკითხს სახანძრო – სამაშველო სამსახურების რეორგანიზაციის თემა წარმოადგენდა. სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა შემაჯამებელი განცხადება გააკეთა.

„მოგეხსენებათ სახანძრო – სამაშველო სამსახური გადადის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, შესაბამისად ქონება, ინვენტარი, რაც მანამდე თვითმმართელობაში იყო უნდა გადაყვეს მათ, რათა ეფექტურად იმუშაონ“,- განაცხადა დავით დვალმა.

საკრებულომ წარმოდგენილი 9 საკითხი დაამტკიცა. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ.