January 14, 2015

ევროვიზიაზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს

2015 წლის ევროვიზიაზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან მაყურებელმა და ჟიურიმ ერთობლივად ნინა სუბლატი შეარჩია. შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში “კომუნიკატორი” გამოვლინდა.
2015 წელს ევროვიზიის მე-60 კონკურსი ავსტრიაში გაიმართება. ნინა სუბლატი ევროპის წინაშე სიმღერით “Warrior” წარსდგება.