January 15, 2015

უკრაინაში 15 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა გამო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. როგორც “ლიგა.ნეტ” იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან თათბირზე განაცხადა. 15 იანვარს, პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების შენობებზე უკრაინის სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ასევე, რეკომენდებულია თავშეკავება საკონცერტო-გასართობი ღონისძიებების ჩატარებისგან. 13 იანვარს დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.