January 16, 2015

პარიზთან მძევლები აიყვანეს

მძევალთა მორიგი დრამა საფრანგეთში – პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ კოლომბში ახალგაზრდა მამაკაცმა ფოსტის შენობაში 3 მძევალი აიყვანა.
თავდამსხმელი, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით, პისტოლეტითა და ხელყუმბარებითაა შეიარაღებული. პოლიცია მასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. თავდამსხმელის მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია.