January 16, 2015

ქუთაისის თვითმმართველობა ჯანდაცვის სამინისტროს აქციას შეუერთდა

ქუთაისის თვითმმართველობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას ,,შეაჩერე C” შეუერთდა. აღნიშნული აქცია კლინიკა ,,ლ.გ“-ში გაიმართა, რომელშიდაც ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთდ, კლინიკის მედპერსონალი და ჟურნალისტებიც იღებდნენ მონაწილობას.

,,ქუთაისის თვითმმართველობა, ისევე როგორც მთელი ქვეყანა ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს აქციაში, რომელიც ძალიან მძიმე დაავადების დაძლევისკენაა მიმართული. C ჰეპატიტი არის განკურნებადი და ადგილობრივი თვითმმართველობა მის ხელთ არსებული სახსრების მეშვეობით მაქსიმალურად შეეცდება დახმარება გაუწიოს აღნიშნული დაავადების მატარებელ პირებს“ – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.