January 18, 2015

საპრეტენზიო კომისიამ კონკურსანტების საჩივრები არ დააკმაყოფილა

ქუთაისის თვითმმართველობაში საპრეტენზიო კომისიამ მუშაობა დაასრულა. გასაჩივრებისათვის ორი დღე იყო განკუთვნილი. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის, ბექა ყანჩელის თქმით, კომისიაში სულ 11 განაცხადი იყო შესული.

როგორც ცნობილი გახდა, საპრეტენზიო კომისიამ არც ერთი განცხადება არ დააკმაყოფილა. ატესტაციის შედეგებს პარტია „რესპუბლიკელების“ ოთხი წარმომადგენელი ასაჩივრებდა.