January 20, 2015

“ჩავეხუტოთ ერთმანეთს”- ხვალ ჩახუტების დღეს ქუთაისშიც აღნიშნავენ

ხვალ ქუთაისში ჩახუტების საეთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ქუთაისელი ახალგაზრდები ქალაქის მასშტაბით მსვლელობას მოაწყობენ, რომელიც 3 საათზე, პირველი სკოლის შენობიდან დაიწყება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა “newpress.ge”-ს განუცხადა ქუთაისელი ახალგაზრდები ხვალ მთელ ქალაქს ჩაეხუტებიან. „მოვივლით მთელ ქალაქს და ჩავეხუტებით ყველა გამვლელს. მსვლელობაში ძირითადად მონაწილეობას ქუთაისის ახალგაზრდობა მიიღებს,”- ამბობს შაკო ბარათაშვილი.

21 იანვარს მსოფლიო ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ აქციას საქართველო უკვე მესამედ უერთდება. პირველად ჩახუტების დღე 1986 წელს აშშ-ში აღნიშნეს.