,,ქუთაისის მერიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს” , – განუცხადა ,,ნიუპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ დვალიშვილმა, დაცვის პოლიციის თანამშრომელს, შელაპარაკების ნიადაგზე სამხრეები მოახია.
January 22, 2015
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო