ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა, ეს ის ცვლილებებია, რომელზეც საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა. კერძოდ, ცენტრალურმა ხელისუფლების მხრიდან ქუთაისისათვის 15 მილიონი ლარი, ხოლო საფეხბურთო კლუბისთვის “ტორპედო” 830 ათასი ლარის გამოყოფა, მრავალშვილიანი დედებისთვის პროგრამაა 170 ათასი ლარი დაემატა. ბაღების რეაბილიტაციისთვის 500 ათასი ლარიანი დანამატი გაითვალისწინეს, 360 ათასლარიანი დანამატი კი პროგრამაში “კორუსი” შევიდა. “მნიშველოვნად გაიზარდა ქალაქის ბიუჯეტი, ეს, ასევ თქვათ, გამოწვევაა, რომ თანხები სწორად დავხარჯოთ. 2015 წელი იქნება ის წელი, რომელიც დადებით კვალს დატოვებს”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა. საერთო ჯამში, ქალაქის ბიუჯეტი 68 მილიონზე მეტს შეადგენს.
January 23, 2015
ქუთაისის ბიუჯეტი 68 მილიონამდე გაიზარდა