January 24, 2015

ზესტაფონი-თერჯოლის გზის დაზიანებული მონაკვეთი სამ საათში აღდგება

ზესტაფონი-თერჯოლის გზის დაზიანებული მონაკვეთი სამ საათში აღდგება და მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ “Newpress.ge”-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განუცხადა. “მიმდინარეობს სამუშაოები და ზესტაფონი-თერჯოლის გზის მონაკვეთი სამ საათში სრულად აღდგება. მოძრაობა ტრანსპორტისთვის ორმხრივად იქნება შესაძლებელი”,- განაცხადა მეგი კიკაჩეიშვილმა. შეგახენებთ, სოფელ სიქთარვასთან, 10-მეტრიანი მონაკვეთის გზის სავალმა ნაწილმა ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გატარება ცალმხრივად მიმდინარეობს.მდგომარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაეცნენ.