ქუთაისის ახალ შემოვლით გზაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, მიმდინარე წლის 23 იანვრიდან 31 იანვრამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.