დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 4 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში განაცხადეს, 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმის სახით ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს. 3 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. 4 თებერვლიდან გაწვიმდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქარი. მაღალ მთაში კი ითოვებს“, – განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში.
February 1, 2015
4 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება