ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს, რომლის თანახმად სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით პოროშენკო განცხადებას დღეს გააკეთებს. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ბრიფინგზე სააკაშვილიც დაესწრება.
თებერვალი 11, 2015
სააკაშვილი პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა?