აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი – ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის AMEE წევრი გახდა. 2015 წლიდან, განთავსდა უმაღლესი სამედიცინო სკოლების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), მსოფლიო განათლების საერთაშორისო ფედერაციისა (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლების კატალოგის (IMED) ვებ – რესურსებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაკულტეტზე განხორციელებული პროგრამები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის – WHO, მსოფლიო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფედერაციის – WFME და საერთაშორისო სამედიცინო განათლების კატალოგი – IMED, არის უმაღლესი სამედიცინო სკოლების ვებ-რესურსი, სადაც განთავსებულია ზუსტი ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც აღიარებული და აკრედიტირებულია შესაბამისი სახელმწიფოების მთავრობების მიერ.
სამედიცინო განათლებისა და მკვლევარების საერთაშორისო ასოციაცია – FAIMER დაარსდა 2000 წელს და ხელს უწყობს სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევითი აქტივობების გაღრმავებით მსოფლიო ჯანდაცვის მაჩვენებლების გააუმჯობესებას.