თებერვალი 16, 2015

„ტორპედოს“ დუბლებმა ხონის „იმერეთი“ დაამარცხეს

„ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ ხონის „იმერეთი“ დაამარცხა. გიორგი სუხიაშვილისა და ვლადიმერ ჭყონიას შეგირდებმა პირველლიგელ ხონის „იმერეთს“ 4:0 სძლიეს.პირველი ტაიმის ბოლოს, დუბლიორებმა მეტოქის კარის დალაშქვრა ორჯერ მოახერხეს. ხონელთა კარში ბურთები ლაშა ჩიხლაძემ და ანრი ზაქარაშვილმა გაიტანეს.

75-ე წუთზე გოლი ხონელთა კარში დავით იონანიძემ გაიტანა, 83–ე წუთზე კი, გუნდის უპირატესობა ოთხამდე გაბრიელ საღირაშვილმა გაზარდა.

„ტორპედოს“ დუბლიორების შემადგენლობა ასეთი იყო: გეგუჩაძე, ფანცხავა, ბურძენაძე, ნიკოლაძე, კუჭუხიძე, მარდალეიშვილი, ზაქარაშვილი, ნამიჭეიშვილი, ჩიხლაძე, გიორგაძე, გოგუაძე.

შეცვლაზე კვერნაძე, წიქარიშვილი, ხვიჩია, საღრიშვილი, ბურჯანაძე, იონანიძე, ჯავახაძე, გაგოშიძე, გაბუნია შევიდნენ.

ტორპედოელები მოგებით მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.