საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესის” 1000 გამოკითხული ადამიანიდან კითხვაზე: რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხვის მიხედვით, კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” და ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თითქმის თანაბარი შედეგები აჩვენეს. პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა: კოალიცია ,,ქართული ოცნება” – 36,82%, ,,ნაციონალური მოძრაობა” – 36,02%, ხოლო ,,სხვა ძალას” – 27,16% ერგო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე განხილვები პერიოდულად იმართება. ამ საკითხზე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. ,,ნიუპრესის” გამოკითხვამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
თებერვალი 17, 2015
,,ნიუპრესის” გამოკითხვის მიხედვით, ,,ქართულმა ოცნებამ” და ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” თანაბარი შედეგები აჩვენეს