პარლამენტის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არის დისკრიმინაციული და იგი ერთი კონკრეტული ტელევიზიის მისამართით არის მიღებული. ,,ეს კანონი არის დისკრიმინაციული და კონკრეტულად უკავშირდება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ს. იმ საკითხების და დირექტივების განსახილველად, რომელიც ხელისუფლებას ევროსაბჭომ წარუდგინა, ხუთწლიანი ვადა აქვს მიცემული, თუმცა მათ ამ ყველაფერზე უარი მხოლო ერთი მიზეზით თქვეს, მათ სურთ არხი კომერციულად დააზარალონ, რაც არასასიამოვნო და არასწორია”, – აცხადებს აბაშიძე.
თებერვალი 18, 2015
ზურაბ აბაშიძე: ,,ეს კანონი არის დისკრიმინაციული”