მარტი 3, 2015

ქუთაისელ ბარიტონს გერმანიაში საუკეთესო მომღერლის წოდება მიანიჭეს

ქართველ ბარიტონს, გოჩა აბულაძეს გერმანიაში საუკეთესო მომღერლის წოდება მიანიჭეს. მას სპეციალური ჯილდოც გადაეცა. გოჩა აბულაძე მაგდენბურგის თეატრის წამყვანი სოლისტია, თუმცა უკვე მეხუთე წელია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მღერის. მაგდენბურგში გამართულ კონცერტზე ბარიტონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. გოჩა აბულაძის სახელი ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მას დიდი სიყვარულით ხვდება გერმანელი, იტალიელი და ბრიტანელი მაყურებელი.